LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიას დაპატიმრებას გაცილებით მძაფრი რეაქცია მოჰყვა დასავლეთის მხრიდან, ვიდრე სააკაშვილის: ვახტანგ ძაბირაძე

82
BeFunky-collage (26)

„უკვე საკმაოდ დიდი დრო გავიდა და დასავლეთის მხრიდან სააკაშვილის დაპატიმრების ფაქტს, მაინცდამაინც დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია, საექსპერტო წრეებშიც კი“, – ამის შესახებ ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთის რეაქცია, რომელიც მელიას დაპატიმრებას მოჰყვა, გაცილებით მძაფრი იყო.

„დასავლეთში ამ ფაქტს, მაინცდამაინც დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია, საექსპერტო წრეებშიც კი. რეაქცია, რომელიც მოჰყვა მელიას დაპატიმრებას გაცილებით მძაფრი იყო დასავლეთის მხრიდან, ვიდრე სააკაშვილის დაპატიმრებას“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, მისთვის დღემდე გაუგებარია, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი.

„გაუგებარია რა ხდება და რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში. თუ ის ფიქრობდა, რომ ის ვიდეოები, რომელიც გაავრცელა მობილიზებას გაუკეთებდა ოპოზიციას და ამით მოიგებდა, ძალიან ცუდი წარმოდგენა ჰქონია ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.

არის სხვა ვერსიები, ან ლობირებენ ან ვიღაცის დავალებას ასრულებენ.

ძალიან ნათლად ჩანდა, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას ქუჩის პროტესტი არ მოჰყვებოდა“,-განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

პოპულალურები