LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიას ქვები და კვერცხები დაუშინეს

247
BeFunky-collage (7)

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს და გლდანში ოპოზიციის ერთიან კანდიდატს, ნიკა მელიას გლდანულაში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს თავს დაესხნენ. როგორც ნიკა მელიამ “მთავარ არხთან” სატელეფონო საუბარში თქვა, მოსახლეობას სკვერში ხვდებოდა, რა დროსაც სავარაუდოდ, კორპუსის სახურავიდან ქვები დაუშინეს.მელიას თქმით, ეზოში ამ დროს უამრავი ბავშვი იყო, თუმცა თავდამსხმელებისთვის არც ამ ფაქტს შეუშლია ხელი.

ინციდენტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სამოქალაქო აქტივისტმა ანა ჭარხალაშვილმა გაავრცელა სოციალურ ქსელში.

“შეხვედრა გვქონდა ხალხთან. ნიკა მელია ესაუბრებოდა ხალხს და ქართული ოცნების ტიტუშკებმა ქვები და კვერცხები ისროლეს მაღალი სართულიდან, დიდიხნის განმავლობაში დაგვყვებოდნენ, ბოლოს ეს დაგეგმეს. საბედნიეროდ გადავრჩით და ეს ქვები აგვცდა”, – წერს ანა ჭარხალაშვილი.

 

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=3392900427415331&id=100000862204401

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები