LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიას მხარდასაჭერად რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხემდე ავტოკოლონებით მსვლელობა მიმდინარეობს

56
ავტომობილებით მსვლელობა ნიკა მელიას მხარდასაჭერად

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხემდე ავტომობილებით მსვლელობას მართავენ.

ნაციონალური მოძრაობის წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებს. თავად მელიას პოზიციაა, რომ „ყველა ვინც გირაოს გადაიხდის მისი მტერი იქნება“.

ქართულ ოცნებას – მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ მე თქვენ გამოსასყიდს გადაგიხდით: ნიკა მელია

ეს სანდოობის საკითხია… არსებობს ძლიერი პოლიტიკური ნება ნაბიჯების სწორი მიმართულებით გადასადგმელად: შარლ მიშელი მელიას გათავისუფლებაზე

„ჩვენ ერთად ვნახეთ ნიკა მელიას ძალიან ცალსახა და მკვეთრი პოზიცია, რომ ის არც ერთ შემთხვევაში არანაირი გირაოს გადახდას არ აპირებს. ყველა ის ადამიანი ვინც ამას გააკეთებს, მისი მტერი იქნება, ვინც არ უნდა იყოს.

დღეს კიდევ ერთხელ ჩავალთ რუსთავში, რომ კიდევ ერთხელ გავამხნევოთ ნიკა მელია. „ქართულ ოცნებას” თავში რა მოუვა, ამას წინასწარ ვერავინ იტყვის, მაგრამ ფაქტია, რომ ნიკა მელია კატეგორიული წინააღმდეგია, ვინმემ მისი თავისუფლებით ივაჭროს”, – განაცხადა ნადირაძემ.

 

პროკურატურას შეუძლია, ნიკა მელია დღესვე გირაოს შეფარდების გარეშეც გაათავისუფლოს: ნინო ლომჯარია

ეს არის მუხლი, რომლის საფუძველზეც ნიკა მელია ნებისმიერ მომენტში შეიძლება გათავისუფლდეს: გიორგი ბურჯანაძე

ნიკა მელიას გირაოს ევროკავშირში რეგისტრირებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდის: შალვა პაპუაშვილი

პოპულალურები