LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა

138
13333

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

მელიას პენიტენციურ დაწესებულებასთან ელოდებოდნენ როგორც მისი პარტიის წარმომადგენლები, ასევე მხარდამჭერები და ჟურნალისტები.

მისი პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო.

ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები