LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია სასამართლოში შმაქსით მივიდა

227
Image from iOS (6)

ნიკა მელიას დღეს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა აქვს. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ -ერთი ლიდერი პროცესზე დასასწრებად “შმაქსით” წავიდა. მელიას თქმით „შმაქსი” არაჩვეულებრივი იდეაა იმ ადამიანებისთვის, ვინც ტაქსების რეგულაციით დაზარალდნენ.

“ეს იდეა არის უბრალოდ შესაძლებლობა, რომ ხალხი შიმშილით არ დაიხოცოს. მე ვცდილობ პოპულარიზაცია გავუწიო ამ პროექტს და დიდი მადლობა ამ იდეის ავტორს”.

შეგახსენებთ, რომ “შმაქსი” პოლიტიკური პარტია “გირჩის” ახალი ინიციატივაა ტაქსების რეგულაციების წინააღმდეგ. როგორც პარტიის ლიდერი ზურა ჯაფარიძე ამბობს,  ეს არის “ბორბლებზე მოძრავი უნივერსიტეტი”, რომელიც მოსახლეობას თავისუფლების იდეებს მიაწვდიან, დაელაპარაკებიან რა არის სწორი და რა არასწორი და ამავდროულად პირს სასურველ ადგილზე მიიყვანს.

გირჩი ტაქსისტებს შმაქსისტობას სთავაზობს [ვიდეო]

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები