LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამიას მეუღლემ ცრემლები ვერ შეიკავა: მისი ბოლო იმედი ნინო ლომჯარიაა (ვიდეო)

1961
sdtndhn

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, მეუღლესთან ერთად, დღეს სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა. გვარამია ამბობს, რომ გამოწვევას იღებს და გამოცხადებულ ბრძოლაში ერთვება, რომელშიც მისი თქმით, გამარჯვებას აპირებს. თამარ ლილუაშვილმა მედიასთან განცხადების გაკეთების დროს ცრემლები ვერ შეიკავა. ნიკა გვარამიას მეუღლემ აღნიშნა, რომ მას, როგორც 3 შვილის დედას, უფლება აქვს იცხოვროს ამ ქვეყანაში. ლილუაშვილის თქმით, მას 28 დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. მისივე განმარტებით, მისი ბოლო იმედი არის სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

ჩემი შვილის თვალთავლის ვიდეო რაც ვნახე, “პაატას თავივით” ყუთით რომ გამომიგზავნეს, შიში დაბრუნდა- ნიკა გვარამია

“მიმაჩნია, რომ ჩვენთვის ამ ქვეყანაში ცხოვრება არის შეუძლებელი. ვღელავ იმის გამო, რომ ჩემი შვილები ნახავენ ამას და მიიღებენ სერიოზულ ფსიქოლოგიურ ტრამვას. აქ მე გელაპარაკებით არა როგორც ნიკას მეუღლე და არა როგორც ობიექტი ლაბაძე, არამედ გელაპარაკებით დამოუკიდებელი პერსონა, გიკოს, სანდროს და ქექეს დედა და მაინტერესებს, მაქვს თუ არა ამ ქვეყანაში ნიკასგან დამოუკიდებლად ცხოვრების უფლება და ვარ თუ არა ამ სახელმწიფოსთვის ცალკეული ღირებულება. ჩემი ბოლო იმედი არის სახალხო დამცველი და მე მასთან აუცილებლად წავალ”, – განაცხადა თამარ ლილუაშვილმა.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას პოზიციას, მან აღნიშნა, რომ არავის არაფერს აპატიებს, განსაკუთრებით კი მისი მეუღლის მის წინააღმდეგ გამოყენებას.

 

https://www.facebook.com/Mtavaritvnews/videos/184626815956513/?v=184626815956513

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები