LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამიას ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავებიან

196
gvaramia

ტელეკომპანია „მთავარის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოში მისი ფეისბუქ სტატუსის გამო გამოკითხეს. 

“317-ე მუხლია, უკვე მესამედ. ამჯერად სტატუსისთვის. საიდუმლო გრიფი ადევს და განგვიმარტეს, რომ საიდუმლო გრიფი ამ ეტაპზე გულისხმობს, რა კითხვებიც დავსვით, ის არ გაახმოვანოთო. არაფერი გასახმოვანებელი არ არის, თქვენ თვითონ შეგიძლიათ ივარაუდოთ, რა შეკითხვებს დასვამდნენ. რა ვიგულისხმე დამხობაში, რა ვიგულისხმე უზურპატორში? თუ არ იციან რა ვიგულისხმე უზურპატორში, მაშინ საერთოდ რატომ დაიწყეს. განვმარტე ბიძინა ივანიშვილის დამხობა რატომ არ არის სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა. ეს განმამარტინეს, რისთვისაც მრცხვენია, არ მეგონა, რომ ამის განმარტება ამ რეჟიმის დროსაც კი მომიწევდა. თუმცა, არ ესმით ალბათ გულწრფელად რომ ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო ხელისუფლება არ არის. ოფიციალურად მაინც”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია ჟურნალისტებთან იმასაც ამბობს, თუ რას გულისხმობს დამხობაში. ამასთან, მას უჭრის პროგნოზირება, როგორ გაგრძელდება აღნიშნული საქმე.

„უკანონობის პროგნოზირება შეუძლებელია, პროგნოზირება შესაძლებელია იმის, რაც ლოგიკას ეფუძნება, უკანონობა არ ეფუძნება არანაირ ლოგიკას, ბიძინა ივანიშვილი ყალიბდება უკვე ტირანად და მისი გადაწყვეტილება როგორი იქნება, არ ვიცი. ის რომ სუს-ი, პროკურატურა და მოსამართლეები არ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, ზუსტად ვიცი, მაგრამ ამას ვერაფერს ვუშველით სანამ ბიძინა ივანიშვილს არ დავამხობთ.

დამხობა და თან უზურპატორის, ნიშნავს მის გაწევას იქიდან, რაც მისთვის არ მიუნიჭებია ერთადერთ შესაძლებელ წყაროს, საქართველოს ხალხს – მისთვის არ მიუნიჭებია უფლება იყოს საქართველოს ხელისუფლება. ის ახორციელებს საქართველოს ხლეისუფლების ფუნქციებს. ამას ჰქვია სახელმწიფოს მიტაცება და ეს დაარქვა არა ნიკა გვარამიამ, არამედ ბევრმა საერთაშორისო ორგანომ, ამას ჰქვია უკვე ხელისუფლების უზურპაცია. მე ძალადობა არ მიყვარს, მაგრამ იძულებით გაწევაა, როცა არ უნდა და გასწევენ,“- აცხადებს ნიკა გვარამია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები