LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი საქმის განხილვა გადაიდო

319
BeFunky-collage (1)

თბილისის საქალაქო სასამართლოში “მთავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის განხილვა გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას, ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ავრცელებს. მისი თქმით, მიზეზი გვარამიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.

“დღევანდელი სასამართლო გადაიდო იმის გამო, რომ ნიკა გვარამიამ ვერ შეძლო მასზე დასწრება. სასამართლომ ჩანიშნა მომდევნო სხდომების გრაფიკი და საქმის განხილვა გაგრძელდება უკვე მომდევნო კვირას”, – აცხადებს საძაგლიშვილი.

გვარამია შემდეგი შენ იქნები… ბრძოლა გრძელდება – უგულავა განყოფილებაში წავიდა

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. კერძოდ, ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორს, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენება ედება ბრალად.

გვარამია: კი არ ველოდები, ვიცი...შემდეგი იქნებიან ხაზარაძე-ჯაფარიძე, მერე მე

"ყოველ მეორე დღეს პროცესების ჩანიშვნა ნიშნავს მარტივ რამეს – ამ მოსამართლემ მე ახლა ამგვარი გრაფიკით ეფექტურად ამიკრძალა “მთავარის” დირექტორობა"

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები