LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამიას ადვოკატი: მოსამართლის გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ

381
nikadito

ნიკა გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ და ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებენ, იმის მიუხედავად, რომ მოცემულობის შეცვლის მოლოდინი არ აქვთ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მისულმა ადვოკატმა დღეს სასამართლოს განჩინება ჩაიბარა. 

მისივე თქმით, ნიკა გვარამიას ადვოკატის თქმით, გვარამიას გაცნობიერებული აქვს რისკი, რომ შეიძლება გახდეს პატიმარი, მაგრამ ქვეყნის დატოვებას არ აპირებს.

საძაგლიშვილმა აღნიშნა, რომ  ნიკა გვარამია უარს არ ამბობს საპროცესო მოქმედებებში მიღებაზე.

„რამდენჯერაც და სადაც დაგვიძახებენ, ყველგან მივალთ დათქმულ დროს და ყველა კითხვას გავცემთ ამომწურავ პასუხს, ყველა საპროცესო მოქმედებაში მივიღებთ მონაწილეობა, ნიკა გვარამია ამაზე არ ამბობს უარს. უბრალოდ ვფიქრობთ, რომ არ არსებობს ის დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რაც აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის არის აუცილებელი და სწორედ ამიტომ მიგვაჩნია უკანონოდ აღკვეთის ღონისძიების შეფარდება მის მიმართ“, – განაცხადა ადვოკატმა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი ისე წარუდგინა, რომ საგამძიებო უწყებას საქმის მასალები შესწავლილი აქ ჰქონდა.

„ზოგადად პროკურატურის მოვალეობაა, ჯერ გამოიკვლიოს ინფორმაცია და მერე მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც არის ბრალის წარდგენა. თუ საკითხი ეხება ფინანსურ დანაშაულს, ამისთვის აუცილებელია შესაბამისი დასკვნების არსებობა და ამ დოკუმენტაციის გაანალიზება. ჩვენ შემთხვევაში ჯერ ბრალი წაუყენეს და მერე აპირებენ, რომ შეისწავლონ ის მასალა, რაც ამოღებული აქვთ „რუსთავი 2“-დან და „ინტერმედიადან“, ეს ბუნებრივია ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პროკურატურას რეალურად კი არ აინტერესებს გარკვევა საქმეში და მერე გადაწყვეტილების მიღება, არამედ ჯერ იღებს გადაწყვეტილებას და ასრულებს დაკვეთას და შემდგომში შეეცდება, რომ „გააპრავოს“ ეს გადაწყვეტილება“, -განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ადვოკატის თქმით, მისთვის დოკუმენტაციის გადაცემა პროცედურული წესების დარღვევით მოხდა და დოკუმენტებით სავსე ყუთები დაუნომრავი და აღურიცხავი იყო, რაც მისი განცხადებით, საპროცესო კოდექსის მიხედვით დაუშვებელია.

***

​ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიებად 40 ათასლარიანი გირაო 10 აგვისტოს შეეფარდა და საქართველოს საზღვრის დატოვება შეეზღუდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გირაოს თანხა გვარამიამ 30 დღეში უნდა დაფაროს. მოსამართლის თქმით, თუ გვარამია არ უზრუნველყოფს გირაოს შეტანას, შეიძლება, აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს.

პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები