LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია “სასამართლოს და მოსამართლის შეურაცხყოფისთვის” 500 ლარით დაჯარიმდა (ვიდეო)

250
nika-gvaramia-770x447

,,მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოსამართლე გიორგი არევაძემ 500 ლარით დააჯარიმა.  მიზეზი “სასამართლოსა და მოსამართლის შეურაცხყოფაა”. არევაძემ გვარამიას განცხადებები შეახსენა, რომელთა გამოც ის 3 იანვარს სხდომიდან გააძევა. მან საქმეზე თვითაცილება გამოაცხადა.

,,თქვენი საქციელი იმსახურებს იმას, რომ აქვე დაგაკავოთ, მაგრამ არ მინდა მე ეს” – მიმართა სხდომაზე მოსამართლემ გვარამიას.

ნიკა გვარამია კი მიიჩნევს, ეს განცხადებები მისი პირადი აზრია და ამით მისი გამოხატვის თავისუფლება იზღუდება. შეგახსენებთ გვარამიამ მოსამართლეს არაადეკვატური უწოდა და ეჭვი შეიტანა, რომ ის არი იყო ფხიზელი. არევაძე მიიჩნევს რო ამით მან სასამართლო და მოსამართლე შეურაცხყო.

“მთავარი არხის” დირექტორმა პროცესი უკვე დატოვა. მისი თქმით, ის ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

“სიტყვა არაადეკვატური არის სალიტერატურო სიტყვა, არის ძალიან დაბალ გრადუსიანი შეფასება, ამაზე ასჯერ უარესის უფლებას მივცემ ჩემს თავს. მე არც სამასოიანი სიტყვა მითქვამს და არც 5-იანი და ოცდაშვიდიანი, შევაფასე სალიტერატურო ქართულით, არაადეკვატური ეს მოსამართლე იმ პროცესზე ნამვილად იყო.” – აცხადებს გვარამია.

მისი შეფასებით, მოსამართლემ ყველაფერი პირად ურთიერთობაში გადაიყვანა, რათა საქმე აეცილებინა.

ვინ გააგრძელებს ნიკა გვარამიას, კახა დამენიას და ზურაბ იაშვილის საქმის სასამართლო განხილვას, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გადაწყვეტს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები