LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია პროკურატურაში იმყოფება

205
erue5u

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გენერალურ პროკურატურაში იმყოფება.როგორც უწყებაში აცხადებენ, გვარამია მისი ბრალდების საქმის ფარგლებში საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოცხადდა.

​ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიებად 40 ათასლარიანი გირაო 10 აგვისტოს შეეფარდა და საქართველოს საზღვრის დატოვება შეეზღუდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გირაოს თანხა გვარამიამ 30 დღეში უნდა დაფაროს.

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას საჩივარი დაუშვებლად ცნო

მიზეზი გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევაა.

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის საჩივარი დაუშვებლად სცნო. ნიკა გვარამიას თქმით, ის დარწმუნებული იყო, რომ პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცვლებოდა და გირაო, აღკვეთის ღონისძიების სახით დარჩებოდა. მისივე თქმით, გასაჩივრების საკითხით მისი ადვოკატი იყო დაინტერესებული, რომელიც სტრასბურგისთვის მასალას აგროვებს.

პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები