ნიკა გვარამია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი მეგობარი გრიპით გარდაიცვალა. როგორც „რუსთავი 2“-ის დირექტორი წერს, ამ მხრივ ქვეყანაში სრული კატასტროფა ხდება და არსებულ სიტუაციას გრიპის პანდემიას უწოდებს.
გთავაზობთ მის სტატუსს:
„მეგობარი გარდამეცვალა გრიპით. წარმოუდგენელი შოკია. 21ე საუკუნეში გრიპით მოკვდა 41 წლის ჯანღონით სავსე გოგო. რა ვთქვა არ ვიცი.
სრული კატასტროფა ხდება ქვეყანაში. გრიპის პანდემიაა, ფაქტიურად, და ხელისუფლება მხოლოდ ინფორმაციის დამალვითაა დაკავებული. ხალხი კი ამასობაში კვდება პანტაპუნტით“.
