LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: ისე მიხარია, როგორც საკუთარი შვილის წარმატება!

6870
GVARAMIA.mp4-snapshot-01.50

“რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოფო ბათილაშვილს ბერკლიში ჩარიცხვას და მიღებულ გრანტს ულოცავს.

როგორც ის წერს, უხარია რომ სოფო “მხოლოდ ქართულის” ფარგლებში იპოვა და ასეთ სიმაღლეზე აიყვანა. 

სოფო ბათილაშვილი ბერკლიმ 100 ათასი დოლარით დააფინანსა

100 000 დოლარი ბერკლისგან ქართველ მომღერალს

“ისე მიხარია, როგორც საკუთარი შვილის წარმატება!

მიხარია, როგორც პროექტ “მხოლოდ ქართულის” ავტორს, რომელმაც იპოვნა და დიდ სიმაღლეზე აიყვანა სოფო; მიხარია, როგორც ქართველს, რომ ჩემი თანამემაულე ასეთ წარმატებას აღწევს, რომელსაც აუცილებლად მნიშვნელოვანი გაგრძელება ექნება; მიხარია, როგორც ადამიანს, რომელსაც უყვარს ეს ბავშვი და ეს არტისტი.

Sopo Batilashvili გილოცავ, ჩემო ოქროს გოგო! ძალიან მიხარია! ძალიან მიყვარხარ!” – წერს გვარამია.

მომღერალმა სოფო ბათილაშვილმა ბერკლის სამუსიკო კოლეჯში ჩააბარა. როგორც ის წერს, დაფინანსებაც მოიპოვა და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური სასწავლებელი ქართველ მომღერალს 100 000 დოლარით დააფინანსებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები