LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია – გირაოს გადამხდელი არ ვარ

150
245912411

რაც არ უნდა მოითხოვონ, მე გირაოს გადამხდელი არ ვარ, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამთბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

“ძალიან მაინტერესებს მოსამართლე როგორ შემიფარდებს გირაოს იმ ბრალდებულს, რომელიც ამბობს წინასწარ, რომ ის არ გადაიხდის გირაოს “, – განაცხადა გვარამიამ.

რაც შეეხება პროკურატურის კიდევ ერთ შუამდგომლობას, რომელიც უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას ეხება, გვარამიას შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი დარტყმა მისი ახალი მედიის მომავალზე. „იმიტომ არის დარტყმა, რომ ქვეყნის გარეთ ცხოვრობენ ინვესტორები, ვინც ამ მედიაში მინდა იყვნენ პარტნიორები. მე მათ ამ ქვეყენაში ვერ შევხვდები, მაგალითად ზაზა ოქუაშვილს ვერ შევხვდები ამ ქვეყანაში“, – განაცხადა გვარამიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები