ნიგერიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში ექსტრემისტული ორგანიზაცია „ბოკო ჰარამის” მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 43 დაშავდა.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ტერორისტებმა ორმაგი ტერაქტი შტატ ბორნოს სოფელ მაშალარიში განახორციელეს.

ნიგერიის პრეზიდენტმა, მუჰამადუ ბუჰარიმ, ქვეყნის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას „ბოკო ჰარამთან” ბრძოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

დაჯგუფება „ბოკო ჰარამი” ნიგერიის ტერიტორიაზე აქტიურად 2000 წლიდან მოქმედებს. 2009 წელს დაჯგუფების ლიდერის, მუჰამედ იუსუფის, სიკვდილის შემდეგ „ბოკო ჰარამმა” ქვეყანაში ფართომასშტაბიანი არეულობები მოაწყო.  „ბოკო ჰარამის” მოქმედებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17 000-ს აღწევს.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05