LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიგერიაში მწყემსებსა და ფერმერებს შორის დაპირისპირებას 86 ადამიანი ემსხვერპლა

69

ნიგერიაში შეიარაღებულ დაპირისპირებას 86 ადამიანი ემსხვერპლა. შეტაკებები ადგილობრივ მწყემსებსა და ფერმერებს შორის, ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში მოხდა. არიან დაშავებულებიც.

სრულიად განადგურებულია 50-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. მსგავსი შეტაკებები სადავო მიწისა და სასმელი წყლის გამო ნიგერიის სხვადასხვა რეგიონში ხშირად ხდება, რასაც ადგილობრივი სამართალდამცველები ვერ უმკლავდებიან.

ვითარების განმუხტვის მიზნით, ქვეყნის ხელისუფლებამ რეგიონში კომენდანტის საათი გამოაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები