LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიგერიაში „ბოკო ჰარამის“ მებრძოლებმა ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელი მოკლეს

99

ნიგერიაში რადიკალური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ მებრძოლებმა გატაცებული გოგო მოკლეს, რომელიც ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელი იყო – ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ჰაუვა მოჰამედ ლიმანი მედდასთან ელის ლოკშასთან ერთად 1 მარტს გაიტაცეს, აღნიშნავენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში.

ცნობილია, რომ კომიტეტის კიდევ ერთი წევრი საიფურ ჰუსეინი აჰმედ ხოსრა, რომელიც რადიკალებმა მასთან ერთად აიყვაბეს მძევლად, სექტემბერში მოკლეს.

შეგახსენებთ, რომ დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ 2002 წელს შეიქმნა და ძირითადად ნიგერიის ტერიტორიაზე მოქმედებს. ისლამისტები ქვეყანაში შარიათის კანონების შემოღებას ითხოვენ  და დასავლეთის გავლენის შესუსტებისთვის იბრძვიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები