LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიგერიაში 9 ქართველი მეზღვაური გაიტაცეს

298
1582214061-გემი

ნიგერიაში, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან მეკობრეებმა გაიტაცეს 10 მეზღვაური, რომელთა შორის 9 საქართველოს მოქალაქეა, – ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგნეტო ავრცელებს.

“30 აპრილს, ნიგერიის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე განხორციელდა მეკობრეების თავდასხმა. გემზე დარჩენილ 4 მეზღვაურს, რომლებიც ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან, საფრთხე არ ემუქრებათ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფება გემთფლობელთან, რომელიც არის კარგი რეპუტაციის მქონე, პასუხისმგებლიანი კომპანია. უკვე შევხვდით ოჯახის წევრებს და მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული სრული ინფორმაცია. ამ დროისათვის გატარებულია ყველა შესაბამისი ღონისძიება“, – ვკითხულობთ საზღვაო ტრანსპორტის სააგნეტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ გემთმფლობელთან და საქმეში ჩართულ ყველა სხვა მხარესთან, რომ ყველა შესაძლო გზით მოხერხდეს ქართველი მეზღვაურების ტყვეობიდან დროულად და უსაფრთხოდ დახსნა.

„ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ არ გავრცელდეს მედიის საშუალებით რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია”, – აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები