LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდური კომპანია ხობში საწარმოს ააშენებს და 500 ადამიანს დაასაქმებს

114
GettyImages-183742134-56fc2b485f9b586195aa611e

ნიდერლანდური კომპანიის H.I.P. Trade-ის ინვესტიციით დაფუძნებული კომპანია „გლობალ რისაიქლინგ კო“ ხობის მუნიციპალიტეტში მეორადი პლასტმასის გადამამუშავებელ საწარმოს განავითარებს. წარმოების პროცესში შეიქმნება პოლიმერული გრანულები, რომლის რეალიზება მოხდება როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზრებზე.

პროექტის გასახორციელებლად კომპანიამ ხობის მუნიციპალიტეტში, აუქციონის ფორმით, პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში მიწის ნაკვეთი შეიძინა.

პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 30 მლნ ლარზე მეტია. საწარმოში 500-მდე ადამიანი დასაქმდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები