LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებში თითქმის ყველა კოვიდშეზღუდვა უქმდება

146
Untitled design (6)

“ქვეყანა კვლავ გაიხსნება”, – აცხადებს ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრი ერნსტ კუიპერსი და ამბობს, რომ 25 თებერვლიდან ქვეყანაში თითქმის ყველა კოვიდშეზღუდვა გაუქმდება.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, შეზღუდვები მოიხსნება, რადგან ახალი შემთხვევებისა და ვირუსის გართულებებით ჰოსპიტალიზაციის რიცხვი თანდათან იკლებს.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, ბარები, რესტორნები და ღამის კლუბები პანდემიამდე სამუშაო საათებს დაუბრუნდებიან.

უმეტეს ადგილებში სავალდებულო აღარ იქნება სოციალური დისტანციის დაცვა და სახის ნიღბების ტარება, თუმცა პირბადის გამოყენების რეკომენდაცია კვლავ ძალაში რჩება.

“ჩვენ დავუბრუნდებით ჩვეულ, პანდემიამდე პერიოდს, თქვენ აღარ გჭირდებათ 1,5 მეტრის დაშორება. ნიღბების ტარება სავალდებულოა მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და აეროპორტში. დისტანციის დაცვა და ნიღბის ტარება გონივრულია, მაგრამ ამის არანაირი ვალდებულება არ არის”, – აღნიშნა მინისტრმა.

ასევე, შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, ტურისტები კვლავ ვალდებულები იქნებიან ვაქცინაციის, ვირუსისგან გამოჯანმრთელების ან უარყოფითი კოვიდტეტსის დამადასტურებელი საბუთი წარადგინონ. 

ჯანდაცვის მინისტრი საზოგადოებას აფრთხილებს, რომ პანდემია “არ დასრულებულა” და რომ დაუცველმა ადამიანებმა ჯერ კიდევ სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

შეგახსენებთ, ნიდერლანდები იყო ევროპის პირველი ქვეყანა, რომელმაც “ომიკრონის” შტამის საგანგაშო გავრცელების შემდეგ, დეკემბერში ყველაზე მკაცრი შეზღუდვები დააწესა, თუმცა შემდეგ ეტაპობრივად კვლავ გააუქმა.

პირველი ქვეყანა ევროპაში, სადაც კარანტინი ისევ ამოქმედდება – ნიდერლანდები კოვიდშეზღუდვებს უბრუნდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები