LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებმა ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა

130
71098-fullimage-selfie waag-alkmaar-1360

1-ლი ივლისიდან ნიდერლანდების მთავრობამ გააუქმა ქვეყანაში (ტურისტული მიზნით) შესვლის აკრძალვა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წარადგენენ სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს/ცნობას. ინფორმაციას ნიდერლანდებში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ 1-ლი ივლისიდან ნიდერლანდების მთავრობამ გააუქმა ქვეყანაში (ტურისტული მიზნით) შესვლის აკრძალვა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წარადგენენ სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს/ცნობას, მათ შორის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მიერ გაცემულ სერტიფიკატსაც/ცნობასაც.

ასეთი სერტიფიკატის/ცნობის მქონე პირი ნიდერლანდებში ვერ შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი მიემგზავრება ძალიან მაღალი რისკის (წითელი კოდი) ქვეყნიდან.

✅რადგან საქართველო ამ ეტაპზე არის მაღალი (და არა ძალიან მაღალი) რისკის (ნარინჯისფერი კოდი) ქვეყანა, ნიდერლანდებში ტურისტული მიზნით შესვლა შეეძლება საქართველოდან მიმავალ პირს, რომელიც წარადგენს სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს/ცნობას, და რომელიც უნდა შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

  • პირის სრული სახელი;

  • ვირუსი: SARS-CoV-2 ან მისი ნებისმიერი ვარიაცია;

  • ვაქცინა, რომელიც ავტორიზებულია მედიკამენტის ევროპული სააგენტოს (EMA) ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ (WHO) მიერ (ნიდერლანდების მთავრობის ინფორმაციით, ასეთ ვაქცინებში იგულისხმება შემდეგი ვაქცინები: Pfizer/BioNTech (Comirnaty), Astra Zeneca EU (Vaxzevria), Johnson & Johnson ((COVID-19 Vaccine) Janssen), Moderna (Spikevax), Astra Zeneca-SK Bio (Vaxzevria), Serum Institute of India (Covishield), Sinopharm BIBP, Sinovac)

  • ვაქცინის მწარმოებელი;

  • თითოეული დოზის გაკეთების თარიღი;

  • ქვეყანა (მათ შორის ევროკავშირის არაწევრიც), სადაც გაკეთდა ვაქცინა;

  • ცნობის/სერტიფიკატის გამცემი;

  • ენა: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, პორტუგალიური, იტალიური ან ესპანური;

  • ცნობის/სერტიფიკატის გამცემის ხელმოწერა ან ბეჭედი;

✅ამასთან, სრულად ვაქცინირებულად მიიჩნევა პირი, რომელმაც:

  • გაიკეთა იმ ვაქცინის 2 დოზა, რომელიც მოითხოვს 2 დოზას;

  • გაიკეთა იმ ვაქცინის 1 დოზა, რომელიც მოითხოვს 1 დოზას; ან

  • მას შემდეგ, რაც დაინფიცირდა SARS-CoV-2-ით, გაიკეთა იმ ვაქცინის 1 დოზა, რომელიც მოითხოვს 2 დოზას;

✅ვაქცინების მეორე დოზის მიღებიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე. რაც შეეხება Janssen (Johnson&Johnson), რადგან ხსენებული ვაქცინა მოიცავს მხოლოდ ერთ დოზას, აცრიდან მინიმუმ 14 დღე უნდა იყოს გასული.

✅ასევე, სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის/ცნობის წარდგენის შემთხვევაში, საჭირო აღარ არის PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

მოქალაქემ გამომგზავრებამდე უნდა შეავსოს ანკეტა :

https://www.netherlandsandyou.nl/…/Vaccine+Declaration

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ინფორმაციაში შეიძლება შევიდეს ცვლილებები და შეიცვალოს ნიდერლანდებში ტურისტული მიზნით შესვლის რეგულაციები“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ნიდერლანდებში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები