LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებიდან დღეს საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდება

142
185539262

დღეს ნიდერლანდებიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან.

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways აღნიშნული ქვეყნიდან საქართველოს 180 მოქალაქის რეპატრიაციას მოახდენს. Georgian Airways-ის საჰაერო ხომალდი ამსტერდამის მიმართულებით უკვე გაფრინდა. ამსტერდამიდან რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 19:30 საათზე დაეშვება. ინფორმაციას avianews ავრცელებს.

ნიდერლანდებში ჩარჩენილ ქართველებს ემიგრანტები ეხმარებიან

ემიგრანტების ნაწილი გაერთიანდა და ფინანსების მობილიზება დაიწყეს

რაც შეეხება Georgian Airways-ის სპეცრეისების უახლოესი დღეების განრიგს, ის ასეთია:

3 აპრილი – ბერლინი-თბილისი

4 აპრილი -ლონდონი-თბილისი

7 აპრილი -ათენი-თბილისი

10 აპრილი -ლარნაკა-თბილისი – Georgian Airways

შეგახსენებთ, საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები