LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიაზ დიასამიძემ კონცერტზე ერთ-ერთ მაყურებელს „მთაწმინდის მთვარე“ წააკითხა (ვიდეო)

3888
niaz-dasamidze

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ნიაზ დიასამიძისა და „33ა“-ს კონცერტი გაიმართა. შესრულდა მსმენელისთვის ნაცნობი კომპოზიციები, რომლებიც ასე პოპულარულია საქართველოში.

ნიაზ დიასამიძე, „გალაკტიონის“ შესრულებისას დარბაზს სთხოვა, ცნობილი პოეტის ლექსი, „მთაწმინდის მთვარე“ წაეკითხათ. მაყურებლიდან ერთი აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც ლექსი თავიდან ბოლომდე იცოდა და მისი ხმამაღლა წაკითხის სურვილიც ჰქონდა დიდი აუდიტორიის წინაშე. აღსანიშნავია, რომ გოგონამ ლექსი მხატვრულად და ძალიან დიდი ემოციით წაიკითხა. ნიაზ დიასამიძემ მუსიკოსებს სთხოვა, ცოტა ხმადაბლა დაეკრათ, რომ ლექსი ყველას გაეგო.

დარბაზმა „მთაწმინდის მთვარის“ საოცრად წაკითხვისთვის მაყურებელი გოგონა დიდი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა. ტაშს, რასაკვირველია, ნიაზ დიასამიძეც შეუერთდა სცენიდან, შემდეგ კი სიმღერა გააგრძელა…

ვიდეო დუდა გელოვანს ეკუთვნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები