LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ნეტფლიქსის” 11 საუკეთესო სერიალი, რომელიც ნებისიერი გემოვნების მაყურებელს მოეწონება

12920
netflix-tv-series2020

,,ნეტფლიქსი” ყოველთვის საინტერესო ფილმებს და სერიალებს სთავაზობს მაყურებელს, ამიტომ თამამად შეიძლება მისი გემოვნების ნდობა. გთავაზობთ 10 საუკთესო სერიალს, რომელთა სანახავად ნამდვილად ღირს დროის დახარჯვა, მით უფრო, რომ გლობალური კარანტინის პირობებში ყველას ზედმეტად ბევრი თავისუფალი დრო გვაქვს.

“შავი სარკე” (Black Mirror, 2011 ) 

საინტერესო სერიალი ადამიანის სრულყოფილებისკენ სწრაფვასა და მის ნეგატიურ შედეგებზე.

ბოლო 10 წლის მანძილზე ტექნოლოგიებმა მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში, რომლისთვისაც სოციალურ ქსელში უფრო მარტივია საკუთარი პრობლემების განხილვა, ვიდრე ახლობელს მინდობა. “შავი სარკის” გმირებიც სწორედ ტექნოლოგიებზე არიან დამოკიდებული და ვერ ხვდებიან, რომ ამგვარ დამოკიდებულებას, რომელთაც მხოლოდ ტანჯვა და ზიანი მოაქვთ მათთვის.

“ბანქოს სახლი” (House of Cards, 2013) 

ინტელექტუალური სერიალი, რომელიც მაყურებელს არა მხოლოდ მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებას, არამედ ფარულის ამოცნობას სთავაზობს მაყურებელს.

ფილმის მთავარი გმირი – გონიერი და ამბიციური ფრენსის ანდერვუდს სახელმწიფო მინისტრის პოსტს ჰპირდებიან, თუმცა ბოლო წუთს პირობა ირღვევა და ისიც ერთგულ მეუღლესთან ერთად გეგმავს შურისძიებას.

“უღმერთო” (Godless, 2017) 

არაჩვეულებრივი სერიალი ვესტერნის მოყვარულთათვის.

სასტიკი მძარცველი ფრენკ გრიფინი ბანდასთან ერთად ატერორებს ველურ დასავლეთს, ძარცვავს და დაუნდობლად კლავს პატარა ქალაქების ბინადრებს, რაც ძალიან არ მოსწონს მის შვილს, რომელიც ბანდას ტოვებს და თან მიაქვს მთელი ნაძარცვი, თუმცა ყოფილი თანამზრახველებისგან თავის დაღწევა არც ისე ადვილია.

“13 მიზეზი” (13 Reasons Why, 2017 )  

დრამატული სერიალი, რომელიც ცხოვრებაზე ჩაგაფიქრებთ და მის დანახვას განსხვავებული რაკურსით გაიძულებთ.

საკუთარი სახლის კართან კლეი ჯენსონი აუდიოკასეტებით სავსე ყუთს პოულობს ჰანას აღსარებით, რომელმაც ცოტა ხნით ადრე დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. საკუთარ ჩანაწერებში ჰანა სუიციდის 13 მიზეზს ასახელებს, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ კლეია.

“ნარკო” (Narcos, 2015 )

რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ბიოგრაფიული სერიალი.

პაბლო ესკობარს, რომელმაც შეერთებულ შტატებში ნარკოტიკების გადაზიდვის უზარმაზარი ქსელი გააბა, ხელისუფლება ყოველთვის უფრთხოდა, პოლიციელებს სძულდათ, კოლუმბიელებს კი, პირიქით უყვარდათ და პატივს სცემდნენ. სერიალი ნარკოკარტელის წევრების მონათხრობის მოტივებზე შეიქმნა, რომლებიც დეტალურად ჰყვებიან, რამდენად სასტიკი იყო მათი ბოსი.

“ახლა ნარინჯისფერია ყველაზე მოდური” (Orange Is the New Black, 2013  ) 

კომედიური სერიალი სიყვარულზე, თვითგადარჩენასა და იმ მანკიერებებზე, რომელთაგან განთავისუფლებას ყველა ვცდილობთ.

მართალია, სერიალის მთავარ პერსონაჟს პაიპერ ჩეპმენს ძალიან უყვარს ლაღი ცხოვრება, მაგრამ ახალგაზრდობაში ჩადენილი დანაშაულისთვის სწორედ ახლა უწევს საპატიმროში 15-თვიანი სასჯელის  მოხდა, რაც არა მხოლოდ გარემოსთან შეგუებას, არამედ მტრულად განწყობილ სამყაროში თავის გადარჩენასაც აიძულებს.

“გვირგვინი” (The Crown, 2016 ) 

“ოქროს გლობუსის” მფლობელი ბიოგრაფიული სერიალი.

ბრიტანეთის დედოფალს მიძღვნილ სერიალში ელიზაბეტ მეორეს მთელი ცხოვრებაა მოთხრობილი – ბავშვობით დაწყებული დღევანდელი დღით დასრულებული.

“მტკიცე კიმი შმიდტი” (Unbreakable Kimmy Schmidt, 2015 ) 

მსუბუქი კომედია პრობლემების დასავიწყებლად.

რელიგიური ფანატიკოსის ბუნკერში გატარებული 15 წლის შემდეგ, კიმი შმიტი ნიუ-იორკში მიემგზავრება და ერთიანად ცდილობს წლების მანძილზე დაკარგულის ანაზღაურებას.

“ყველაფრის ოსტატი” (Master of None, 2015 ) 

გასართობი სერიალი, რომელის მთავარ გმირში ბევრი ამოიცნობს საკუთარ თავს.

დეივი რეკლამას და ფილმებში მონაწილეობს, თუმცა არასდროს ჰყოფნის ფული, გოგონას ხვდება, რომელთანაც არ აქვს მომავალი, მეგობრებთან ატარებს თავისუფალ დროს, რომლებიც დიდი ხანია მობეზრდა და მუდმივად უსიამოვნებებში, აბსურდულ სიტუაციებში ებმება, თუმცა იუმორი ყოველთვის ეხმარება რთული სიტუაციიდან თავის დაღწევაში.

“სიყვარული” (Love, 2016 ) 

საინტერესო სერიალი, რომლის ნახვა ნამდვილად ღირს.

ჰანსი ხელმოცარული ახალგაზრდაა, რომელიც მხოლოდ ოცნებობს საკუთარი იდეების განხორციელებაზე, მიკი კი, თავქარიანი გოგონაა, რომელიც ყოველთვის უხერხულ სიტუაციებში ეხვევა. მართალია, ბედისწერა ჰანსს და მიკის ერთმანეთს ახვედრებს, მაგრამ ძველი სიყვარულის შეცდომები წყვილს ურთიერთობის აწყობის საშუალებას არ აძლევს.

“ძალიან უცნაური საქმე” (Stranger Things, 2016) 

მისტიკური სერიალი, რომელიც დაკვირვებას და ყურადღების კონცენტრირებას გაიძულებთ.

პატარა პროვინციულ ქალაქში იდუმალებით მოცულ ვითარებაში იკარგება მოზარდი. ახლობლები ძალისხმევას არ იშურებენ მის მოსაძიებლად, მეგობარი კი, საკუთარ გამოძიებას იწყებს, რათა გაარკვიოს რა მოხდა სინამდვილეში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები