LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნემსაძე ევროვიზიაზე: თუ ეს არის მუსიკის მომავალი, მაშინ საქართველო სხვა პლანეტაა [ვიდეო]

1116
60723073_441951006564019_1265235397613453312_n

თუ ეს არის მუსიკის მომავალი, მაშინ საქართველოს სხვა პლანეტაა, – ეს განცხადება მომღერალმა ოთო ნემსაძემ სოციალურ ქსელში მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროვიზიის ფინალში ვერ გადავიდა.

საქართველოს კონკურსანტმა მხარდამჭერებს მიმართა.

“პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რადგან ვერ შევძელი ფინალში გადასვლა, თუმცა ვთვლი, რომ ძალიან ღირსეული იყო ჩვენი ქვეყანა მთელი ეს მარათონი. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გითხრათ თქვენ ყველას. ვიცი, რომ ყველანი იჯექით ტელეფონებით ხელში, ყველანი იჯექით ანთებული გულებით ხელში”- ამბობს ვიდეომიმართვაში მომღერალი.

 

ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალი თელ-ავივში გაიმართა.

ოთო ნემსაძე "ევროვიზიის" კონკურსს გამოეთიშა

კვიპროსის სახელით კონკურსზე თამთა გოდუაძე წარდგა და ის ფინალში გადავიდა, ხოლო ოთო ნემსაძე, კარგი გამოსვლის მიუხედავად, ფინალს მიღმა დარჩა

ოთო ნემსაძე ფინალში ვერ გადავიდა. ნემსაძემ სიმღერა “სულ წინ იარე” შეასრულა, რომელიც მცოცავ ოკუპაციას ეხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები