LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნებისმიერი კრიზისული სიტუაციის დროს, მთავარია დარჩე ადამიანად – ფსიქოლოგი მაგდა ფერაძე

1807
IMG-0129

რა ემართება ადამიანს კრიზისის დროს, როგორ მართვას ის საკუთარ თავსა და ემოციებს – ამ თემაზე “ფორტუნას” ფსიქოლოგი მაგდა ფერაძე ესაუბრა.

ადამიანი სოციალური არსებაა, ის სოციუმში იბადება, იზრდება, ვითარდება. მისი ერთ-ერთი ბასიზური მოთხოვნილება – სხვა ადამიანებთან ურთიერთობებაა. რაც მეტად იზრდება ადამიანი, მით მეტად უწევს სოციუმის მიერ დადგენილი ნორმების გათვალისწინება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ისე, რომ საკუთარი ინდივიდუალობა არ დავკარგოთ, რადგან იყო ინდივიდი გულისხმობს: აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, ქმედებებზე და დაუპირისპირდე იმ თავს მოხვეულ ნორმებსა და ზეწოლას, რაც ხორციელდება ინდივიდზე, ოჯახის, სახელმწიფოს, კულტურის, რელიგიის და სხვადასხვა ინსტიტუტების მიერ.

ადამიანი მართავს საკუთარ გრძნობებსა და ინსტინქტებს. პირველ რიგში ამით განსხვავდება ის ცხოველისგან. განვითარებასთან ერთად კრიზისული სიტუაციები მისი ცხოვრების თანმდევი ხდება. ეს ერთის მხრივ აუცილებელია, რადგან ნებისმიერი კრიზისული ეტაპის გადალახვის შემდგომ პიროვნულად და ფსიქოლოგიურად ვიზრდებით.

კრიზისი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ადამიანისთვის. სწორედ ამ დროს ჩანს ადამიანის რეალური სახე და მისი ღირებულებები. ყველაზე მთავარი ყოველთვის ადამიანად დარჩენაა, რადგან ყველაზე მთავარი ღირებულება სამყაროში სწორედ ადამიანი და მისი უფლებებია. არაერთი ექსპერიმენტი ჩატარებულა იმაზე, თუ როგორ იქცევა ადამიანი კრიზისულ სიტუაციაში, ასევე, როდესაც ინდივიდუალიზმს კარგავს და ჯგუფს უერთდება.

მაგალითად: ფილიპ ზიმბარდოსა და მარინა აბრამოვიჩის პერფორმანსები. მსგავსი ექსპერიმენტები ნათლად ანახებს ადამიანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამყაროში, როგორც საკუთარი საზღვრების დაცვა, ასევე მეორე ადამიანის საზღვრის მოფრთხილება და პატივისცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები