LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა სფეროს მთლიანი “ლოქდაუნი” იქნება – რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი

133
BeFunky-collage

ამ წუთებში მთავრობის ადმინსიტარციაში პრემიერი ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდება. მხარეები, სავარაუდოდ, განიხილავენ, პანდემიის გამო, რა ტიპის შეზღდვების ფონზდ მოუწევთ კომოანიებს მუშაობის გაგრძელება.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, რომ დიალოგის მთავარი ამოცანა, დასაქმებულებისთვის ხელის შეწყობაა.

„ასევე, უნდა შევჯერდეთ იმ ოქროს შუალედზე, სადაც არ დაზარალდება ბიზნესი დღეს ეს სფერო ისეთ მდგომარეობაშია, რომ დამატებით ნებისმიერი შეზღუდვა,  იქნება მთლიანი ლოკდაუნი სფეროსი. აქედან გამომდინარე, დაიკარგება ათი ათასობით სამუშაო ადგილი და ეს წარმოადგენს პრობლემას – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

რა ახალი შეზღდვები დაწესდება ქვეყანაში კორონავირუსის გამო – ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრი გადაწყევტილებას ხვალ გამოაცხადებს. ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, შესაძლოა გადაადგილების დრო კიდევ უფრო შემცირდეს, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტისთვის კი მუშაობა მხოლოდ კონკრეტულ საათებში იყოს შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები