LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნებისმიერი აკრძალვა შესაძლოა უარყოფითად აისახოს ორსულზე, ამიტომ პატარ-პატარა „ცუღლუტობები“ სჯობს ხანდახან არ შევიმჩნიოთ – ლიკა ლუაშვილი ორსულთა კვებაზე

1785
ლიკა-ლუაშვილი

„იმედის კლინიკის“ წამყვანმა მეან- გინეკოლოგმა ლიკა ლუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ცხელი ზაფხულის პერიოდში ორსულთა აქტივობასა და კვების რეჟიმზე ისაუბრა:

„სწორი კვება ყოველთვის აუცილებელია, მაგრამ ზაფხულში ვიძლევით რეკომენდაციას, ორსულებმა კვებას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ. აუცილებელია იკვებოთ ზომიერი ულუფებით, კვება უნდა იყოს მრავალჯერადი, საკვები ნაკლებად ცხიმიანი. ხილის მიღებასთან გვაქვს ასეთი რეკომენდაცია, სასურველია ხილის გამოყენება იზოლირებულად, კვებებს შორის. ხილის რაოდენობაც მნიშვნელოვანია იყოს ზომიერი, რადგან იზრდება ნაწლავში რძე მჟავა ბაქტერიების განვითარების რისკი. ეს საბოლოოდ აისახება ნაყოფზეც. ზოგადად, ნებისმიერი აკრძალვა შესაძლოა უარყოფითად აისახოს ორსულზე, ამიტომ  პატარ-პატარა „ცუღლუტობები“ სჯობს ხანდახან არ შევიმჩნიოთ“- ამბობს ლიკა ლუაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები