LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NDI-ს კვლევა სრულყოფილად არაა ჩატარებული, როგორც წესი ვაქცინაცია ქალებს უფრო არ აშინებთ – ზახაშვილი

67
ხათუნა

კორონავირუსის დასამარცხებლად საჭიროა, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 4 მილიარდი აიცრას. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს წელიწადნახევარში დავუბრუნდებით.

გამოკითხული მოსახლეობის 41% ფიქრობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებისგან თავს შეიკავებს: NDI კვლევის შედეგებს აქვეყნებს

როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო იმისთვის, რომ მოსახლეობა ვაქცინაციის აუცილებლობაში დაარწმუნოს? – ამ კითხვით „ფორტუნამ“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს ხათუნა ზახაშვილს მიმართა.

ვირუსის გავრცელების ხასიათის შეცვლას რომ  მივაღწიოთ და პროცესი რომ გადატყდეს, ამისთვის საჭიროა, რომ მოსახლეობის 60%-მდე აიცრას.

ვაქცინაციის მეტი სანდოობისთვის რა უნდა გაკეთდეს?

საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო. კარგად უნდა გაიგონ, რა არის ვაქცინაცია და როგორ იხსნის ის ერთის მრივ ჩვენს ქვეყანას და მეორეს მხრივ თითოეული ადაიანის სიცოცხლეს. ადამიანებს, რომლებაც სრულ ინფორმაცია  ექნებათ ვაქცინაციაზე მჯერა, რომ გადაწყვეტილებას ვაქცინაციის სასარგებლოდ მიიღებენ.

საქართველოში მამაკაცები უფრო მეტ ნდობას რატომ უცხადებენ ვაქცინაციას, ვიდრე ქალები?

ეს ნიშნავს, რომ კვლევა არაა სრულყოფილად ჩატარებული. როგორც წესი, ქალები უფრო დამყოლები არიან ამ მიმართულებით. როგორც ჩანს, ქალების არასათანადო რაოდენობა გამოიკითხა, ან მიკერძოებას აქვს ჯგუფში ადგილი, თორემ ასეთ შედეგს ვერ მიიღებდნენ. არ შეიძლება ასე მომხდარიყო. ქალები როგორც წესი, უფრო გაბედულები არიან ვაქცინაციასთან მიმართებაში და მათ უფრო არ აშინებთ.

ვაქცინაციების ნდობას სავარაუდოდ ისიც აძნელებს, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაქცინაციის შემდგომ ნორვეგიაში რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა.

დადგინდა, რომ ნორვეგიაში რამდენიმე ადამიანი ვაქცინაციის შემდეგ გარდაიცვალა. ეს არ მომხდარა  ვაქცინაციის გამო. სამწუხაროდ, ადამიანებს გვახასიათებს ეს თვისება, რომ ვკვდებით. ვიღაც მოკვდება და მით უფრო მაშინ, როდესაც მასიურად მიდის ვაქცინაცია მაღალ ასაკობრივ ჯგუფში, რომლებსაც აქვთ თანმხლები მძიმე დაავადებებით, რა თქმა უნდა, მათ შორის შეიძლება დაფიქსირდეს სიკვდილიანობა, ამიტომ  გავრცელებული ინფორმაცია, რომ ისინი იმიტომ გარდაიცვალნენ, რომ ვაქცინაცია გაიკეთეს, არასწორია.

გვერდითი ეფექტებიც ბევრს აშინებს…

გვერდითი ეფექტები ყველაფერს აქვს და ყველაზე მეტი აქვს თვითონ დაავადებას, კორონავირუსს, რომელიც შეიძლება დაგვემართოს, თუ ვაქცინაციას არ გავიკეთებთ. თუ ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ქვეყნისთვის სიკეთე გვინდა, უნდა ავიცრათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები