LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NBA-ს ორგზის ჩემპიონმა ქართული დეველოპერული კომპანიის წილი იყიდა

140
0dff2cf4d984068e11df6e0f0b9cc3df

ქართველი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი, ზაზა ფაჩულია „არქის“ წილის მფლობელი გახდა. დეველოპერულ კომპანიასთან მას მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს – მხარეებმა ამ პერიოდში, რამდენიმე ერთობლივი მარკეტინგული კამპანია განახორციელეს.

ახლა კი ზაზა ფაჩულიასა და „არქის“ თანამშრომლობამ განსხვავებული ფორმა შეიძინა. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, ფაჩულიამ კომპანიის წილი იყიდა და, ილია წულაიასთან და მენი ბენიშთან ერთად, „არქის“ თანამფლობელი გახდა.

ზაზა ფაჩულიამ თბილისის დინამო იყიდა

საკალათბურთო თბილისის „დინამო“ ზაზა ფაჩულიამ შეიძინა და ამიერიდან სწორედ ის ჩაუდგება სათავეში ქვეყნის ყველაზე სახელიან კლუბს. „დინამოსთან“ ერთად მის მფლობელობაში გადავა საწვრთნელი ბაზაც. აღსანიშნავია, რომ აქამდე, რვა წლის განმავლობაში კლუბს პატრონაჟს „საქართველოს ბანკი“ უწევდა, რომელიც კლუბის მხარდაჭერას კიდევ ორი წლის განმავლობაში გააგრძელებს. „მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ამ ნაბიჯით ჩვენი წვლილი შევიტანოთ კალათბურთის განვითარებაში. ჩვენთვის […]

შეგახსენებთ, „არქი“ ლიდერი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც ამ ეტაპზე 20 დასრულებულ, 19 მიმდინარე პროექტს და 10 000-ზე მეტ არქელს აერთიანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები