LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო-ს ივნისის სამიტზე ალიანსში უკრაინის გაწევრიანების საკითხი განიხილება: ანდჟეი დუდა

73
ანდჟეი დუდა

“ნატო-ს ივნისის სამიტზე უკრაინის ალიანსში შესვლის საგზაო რუკა განიხილება,” – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე ბატონ პრეზიდენტს ვუთხარი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ცენტრალური ევროპის ქვეყნების მომავალი სამიტის პერსპექტივების შესახებ, რომელიც ბუქარესტში მომდევნო კვირას გაიმართება.

აქ ჩვენ ვისაუბრებთ უსაფრთხოების საკითხებზე, განსაკუთრებით უკრაინაზე. გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ ივნისის შუა რიცხვებში, ბრიუსელში გასამართ ნატო-ს სამიტზე, სადაც უკრაინის თემა აგრეთვე განხილული იქნება“, – განაცხადა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ნატო-ს სამიტზე, პირველ რიგში, უკრაინის უსაფრთხოების საკითხი, ხოლო შემდეგ, ამ ქვეყნისთვის წევრობის სპეციალური საგზაო რუკის მიცემა განიხილება.

უკრაინას ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივების შესახებ მკაფიო სიგნალი სჭირდება: ვოლოდიმერ ზელენსკი