LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო დუმბაძე: „უწმინდესმა ბევრჯერ მოგვიწოდა, ნუ გაყიდით ქართულ  მიწასო! იქნებ, მართლა უკან უნდა დაიხიოთ?“

96
natodumbadze413

პროდიუსერი ნატო დუმბაძე, რომელიც ხშირად გამოთქვამს „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერ მოსაზრებებს, ნამოხვანჰესთან დაკავშირებით აშკარად არ იზიარებს ხელისუფლების სულისკვეთებას.

ნატო წერს:

„უწმინდესმა ბევრჯერ მოგვიწოდა, ნუ გაყიდით ქართულ  მიწასო!

იქნებ, მართლა უკან უნდა დაიხიოთ? იქნებ ყური დაუგდოთ საქართველოს პატრიარქს!

ახლა ქოცი, ნაცი არ დაიწყოთ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და მეც მტკივა!

ფაქტი სახეზეა, გაიყიდა, გაყიდეს!

ვუყურებ, ვუსმენ ამ ახალგაზრდა ბიჭს და ძალიან გულწრფელია, ძალიან! მას არც სკამი სურს და არც  თანამდებობა, პატრიოტია და ქართულ მიწას იცავს, ქართულს!

მეამაყება ასეთი ახალგაზრდები!

არ გადავშენდებით, არა!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები