LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა: სეზონი გრძელდება, კლიმატური პირობები ხელს უწყობს ზამთრის კურორტებზე განლაგებულ სასტუმროებს

140
ipiccy-image

ზამთრის კურორტებზე მდებარე ზოგიერთმა სასტუმრომ, შეიძლება, ვერ მოასწრო ამ მომენტისთვის მომზადება, მაგრამ მათ აქვთ უფლება ნებისმიერ დროს გაიხსნან, – ასე გამოეხმაურა დღეს ზამთრის კურორტების გახსნის საკითხს ეკონომიკის მინისტრი.

ნათია თურნავას თქმით, მთის კურორტებზე სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება. „თუნდაც ბაკურიანში, თუნდაც გუდაურში, მესტიაში – სეზონი გრძელდება. თქვენ ხედავთ, რომ კლიმატური პირობები უწყობს ხელს ზამთრის კურორტებზე განლაგებულ სასტუმროებს მუშაობაში“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა და ბიზნესს კიდევ ერთხელ მოუწოდა რეგულაციების დაცვისკენ.

“პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას მოვითხოვთ და ველოდებით ბიზნესისგან, რომ არ გაგვიუარესდეს ეპიდვითარება“, – დასძინა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, ზამთრის კურორტებზე სასტუმროები 25 თებერვლიდან ანუ დღეიდან შეძლებენ საქმიანობის განახლებას, თუმცა შეზღუდვების მოხსნა ამ ეტაპზე არ ვრცელდება საბაგიროებზე. საბაგირობის მუშაობა მხოლოდ 8 მარტიდან იქნება დაშვებული.

ზამთრის კურორტზებზე მდებარე სასტუმროების წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეზღუდვების შემსუბუქების მოლოდინი ჰქონდათ, თუმცა პირდაპირ ბიზნესი ამის შესახებ არავის გაუფრთხილებია. გარდა ამისა, ისინი ფიქრობენ, რომ მიუხედავად მთავრობის გადაწყვეტილებისა, ყველა სასტუმრო ოპერირებას ვერ განაახლებს, რადგან სასტუმროს გახსნა დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები