LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა: სახელმწიფო ხელს შეუწყობს ანაკლიის პორტის განვითარებას

72
120092702-3383565785066390-91805329836023281-o

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, საქართველო განაგრძობს რეგიონალურ სატრანსპორტო დერეფანში საკუთარი როლის განმტკიცებას.

„შავი ზღვის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, APM ტერმინალის პროექტის ფარგლებში გაფართოვდება ფოთის პორტი და ამერიკის მთავრობის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციასთან თანამშრომლობით, აშენდება Pace Group-ის ახალი ტერმინალი“, – ამბობს მინისტრი.

მისივე თქმით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებასაც, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ კონსტიტუციური მნიშვნელობის ამოცანად განისაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები