LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა: ჩვენი ეკონომიკა უკვე გაჯანსაღების გზას დაადგა

153
122812397-3488803767875924-681963696438016336-o

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ ძალიან ეფექტურად განახორციელა როგორც ანტიპანდემიური, ასევე სოციალური და ანტიკრიზისული ღონისძიებები, რამაც საშუალება მოგვცა, ერთი მხრივ, გვემართა ეპიდემია და მეორე მხრივ, დავხმარებოდით მოსახლეობას“, – ასე გამოეხმაურა ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებას, გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ჩვენი ეკონომიკა უკვე გაჯანსაღების გზას დაადგა სტრუქტურული რეფორმებისა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების წყალობით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

„სწორედ ამის შედეგია, რომ სავალუტო ფონდის შეფასებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო შეინარჩუნებს და განამტკიცებს რეგიონალური ლიდერი ქვეყნის სტატუსს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის თვალსაზრისით – 5,3 პროცენტი იქნება ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი უახლოეს წლებში, რაც არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაშიც ერთ-ერთი მაღალი იქნება,“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

2021 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შემცირდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები