LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნათია თურნავა ჩემი სტუდენტი იყო, ხუთოსანი, მაგრამ აქ არის ოროსანი მინისტრი” – გოცირიძე

382
BeFunky-collage (2)

პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე ეკონომიკის მინისტრის დღევანდელ გამოსვლას აფასებს.

ის ნათია თურნავას მუშაობას უწუნებს და მას “ოროსან მინისტრს” უწოდებს.

“ნათია თურნავა ჩემი სტუდენტი იყო უნივერსიტეტში, ძალიან კარგი სტუდენტი იყო ხუთოსანი, მაგრამ აქ არის ოროსანი მინისტრი; იქ კარგად სწავლობდა, აქ ცუდად მუშაობს. დღეს მისი გამოსვლა იყო მთავრობის ბოლო გასეირნება პარლამენტში. ამის შემდეგ არავინ არ მოვა მთავრობის წევრი და ალბათ ძალიან ბედი გაუღიმებს ქვეყანას თუ კი ამ მთავრობის წევრს ამ სტატუსში არავის არ ვიხილავთ ამ პარლამენტში. ეს იყო ბოლო გამოსვლა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლის. ბოლო გამოსვლა, როდესაც მათი სიამაყე პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა ფაქტობრივად დამთავრდა კრახით, დღეს უკვე 200-მდეა და ყოველ კვირეული 200-მდე ასე თუ გაიზარდა სომხური სცენარით მივდივართ.

ჰქონდათ უზარმაზარი ოდენობის ფული, ჰქონდათ დრო, ამოსუნთქვის საშუალება მიეცა ქვეყანას იმ დრაკონული ზომებიდან გამომდინარე, რაც ქვეყნის სრულიად ჩაკეტვას და ეკონომიკას 17%-იან ვარდნას ნიშნავდა და ამ უზარმაზარი დანაკარგების ფასად დროის მოგებით ჯანდაცვის სისტემა მაინც უნდა გაეძლიერებინათ. თქვენ წარმოიდგინეთ 3 000 ინფიცირებული გვყავს და რა მდგომარეობაა ქვეყანაში და სომხეთში 45 000 კოვიდინფიცირებული არის და ჩვენზე პატარა სახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემამ გაუძლო მიუხედავად იმისა, რომ თავიდან შეცდომა მოუვიდა და არ ჩაკეტეს ქვეყანა, საზღვრებს ვგულისხმობ. ამიტომ კოვიდზე გამარჯვებული პარტიის წინასაარჩევნო ლოზუნგით მოდიოდნენ, გულარხეინი სიტუაცია შექმნეს იმის გამო, რომ თქვეს, მოდით ჩვენ გავიმარჯვებთ და არაფერი არ მოხდება.

დენდროლოგიურ პარკში ამაყობდნენ, რომ 10 000-ობით ხალხი მივიდა და ივანიშვილის ამ ხეების თრევას ამართლებდნენ და რა მივიღეთ? მივიღეთ ორი რამ: ერთია სიმბოლურად ქალბატონ ნათიას მოსვლისას პარლამენტში ორი ასე ვთქვათ ნიჩაბით ხელში, აი მესაფლავე, ერთი ნიჩაბი არის ლარი, რომელმაც ამხილა ხელისუფლების სახე და როგორც თერმომეტრმა აჩვენა 41 გრადუსი, 41 გრადუსი არის საგანგაშო სიცხე ადამიანისთვის და მეორე – პანდემია გაექცათ ხელიდან,”-განაცხადა რომან გოცირიძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები