LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თოდუა ევროვიზია 2018-ის გერმანიის შიდაშესარჩევი კონკურსის ფინალისტებს შორისაა

112

ქართველი მომღერალი ნათია თოდუა ევროვიზია 2018-ის გერმანიის შიდაშესარჩევი კონკურსის ფინალისტებს შორის მოხვდა.

ქართველი შემსრულებელი იმ 6 კონკურსანტს შორის აღმოჩნდა, რომელთაგან ერთ-ერთი გერმანიის სახელით ევროვიზიის სცენაზე წარდგება.

გერმანული Voice-ის ქართველი გამარჯვებული შიდაშესარჩევი კონკურსის ფინალურ ეტაპზე სიმღერას My Own Way შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ევროვიზია 2018-ზე საქართველოს ჯგუფი “ირიაო” წარადგენს.

ევროპული მუსიკის კონკურსი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში 12 მაისს ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები