LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე იმის შესახებ, რატომ არ აკითხავენ საქართველოში ფსიქიატრებს – „ზოგს მედიკამენტების ფობია აქვს, ზოგს სიტყვა ფსიქიატრის…“

fanjikidze

ნათია ფანჯიკიძე „იმედის დღეს“ სტუმრობდა. ცნობილი ფსიქოლოგი გადაცემას ესტუმრა ახალი წიგნით, სადაც არტთერაპიის შესახებ საინტერესო მასალებია თავმოყრილი.

„არტთერაპია ფსიქიკური დარღვევების დროს“, რომელიც 20 სხვადასხვა გერმანელი პროფესორის კვლევას და ადამიანურ ამბებს აერთიანებს, პრეზიდენტის ფონდის დახმარებით, თარგმნეს მზია გალდავაძემ და მაია ფანჯიკიძემ. და გამოსცა „არტანუჯმა“. იდეის ავტორი ნათია ფანჯიკიძე გახლავთ.

კითხვაზე, როდის აკითხავენ ფსიქიატრს ქართველები, ნათია ფანჯიკიძე ასე პასუხობს:

საქართველოში კულტურა ძალიან სწრაფად მაღლდება. როგორც კი ოდნავ ხარისხიანს სთავაზობ, არავის არაფერი ეშლება, გპოულობენ, თუ სჭირდები. აქაც არის ორი უკიდურესობა, ზოგს მედიკამენტების ფობია აქვს, ზოგს სიტყვა ფსიქიატრის. მე ვიტყოდი, რომ ძალიან ინტელიგენტური სიტყვაა, მას ეხება ფიქრი, აზრი, ემოცია, ამაზე ამაღლებული არაფერი არსებობს ადამიანურ არსში.

ზოგს ძალიან სჭირდება ფსიქიატრთან ვიზიტი და არ მიდის, მაშინაც კი, თუკი კარგი იქნებოდა, ვთქვათ, აქვთ თვითმკვლლობის ფიქრები და ა.შ., სხვა  კი პირიქითაა, იმდენად უნდა, რომ დაადასტუროს, რომ ავადაა, მზადაა, ნებისმიერი მედიკამენტი ყლაპოს ინდაურივით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები