LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე ცნობილ ვიდეოზე: “მოზარდს არ უნდა შევუწყოთ ხელი ფსიქოპათად ჩამოყალიბებაში”

188
101548700-1920002258135555-1879944740653236224-n

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ბოლოდროინდელ გახმაურებულ საქმეს ეხმიანება, ვიდეოს, სადაც ძაღლზე ძალადობაა ასახული და არასრულწლოვანი ფიგურირებს.

როგორც ცნობილი ფსიქოლოგი წერს, ტელევიზიით ამ თემის ფართოს გაშუქებას არ მიესალმება და მოზარდს შესაბამისი სპეციალისტი უხმაუროდ უნდა დაეხმაროს.

“ერთ-ერთმა ტელევიზიამ კომენტარი მთხოვა მოზარდზე, რომელმაც ძაღლი მიუშვა ლეკვის დასაგლეჯად. მოკლედ მივწერე უარი, რადგან არ მქონდა საშუალება ეს მეთქვა, – მოზარდი ხშირად არაფუმფულური, არამედ პირიქით, აგრესიული, დემონსტრატიული ქცევით ყურადღების მიქცევას ცდილობს და არ შეიძლება, მიიღოს ამხელა ყურადღება (მთელი ქვეყანა და ყველა ტელევიზია ჩემზე ლაპარაკობს) და გახდეს პოპულარული ასეთი საქციელით. დევიანტური ქცევა მოზარდობისას არ ნიშნავს იმას, რომ ის მხეცად ჩამოყალიბდება, თუ რა თქმა უნდა, უფროსები არ “დავეხმარებით” ამაში. მოზარდი ხშირად სულაც არ ზრუნავს “პოზიტიური” წარმოჩინდეს, ის უბრალოდ “ეძახის პუბლიკას”. არ უნდა შევუწყოთ ხელი ამ ქცევის ფიქსაციას მის ფსიქიკაში, მით უმეტეს ფსიქოპათად ან ბოროტმოქმედად გაფორმებას. ასეთ დროს სოცმუშაკი უნდა დაინტერესდეს ბავშვის ზოგადი ფსიქო-სოციალური მდგომარეობით და მოზარდმა ფსიქოთერაპევტისგან მიიღოს დახმარება. და ეს ყველაფერი – უხმაუროდ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები