LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ბანძელაძე: „ვნანობ, რომ მესამე შვილი არ გავაჩინე – ამქვეყნად ერთით მეტი გოგიჩა ივლიდა…“

2127
natia-bandzeladze-news2121

ჟურნალმა „გზამ“ დაგვიანებული და ნაადრევი ქორწინებების პლუს-მინუსები ცნობილ ადამიანებთან ერთად განიხილა. რესპონდენტებს შორის ჟურნალისტი ნათია ბანძელაძეც არის. მისი მეუღლე, ცნობილი მსახიობი, გიორგი გოგიჩაიშვილი მცირე ხნის წინ გარდაიცვალა. ნათია ბანძელაძემ ჟურნალ „გზას“ გაუმხილა, რას ნანობს ყველაზე მეტად.

„ხშირად ძნელია იპოვო ადამიანი, ვინც შენი ცხოვრების მთავარი ნავსაყუდელი, იმედი და მამოძრავებელი ძალა იქნება. მნიშვნელობა არა აქვს, ადრე იპოვი თუ გვიან, მთავარია, იპოვო. მე და გოგიჩა ძალიან ადრე დავქორწინდით, მე 18 წლის ვიყავი, ის კი 20-ის. 23 წლისა უკვე ორი შვილის დედა ვიყავიდ ა არ მიჭირდა, რადგან გოგიჩა ყოველთვის მხარში მედგა. ის ხშირად ხუმრობდა: ბავშვებს დედაც მე ვგონივარო. სწორედ მისგან ვისწავლე, რომ ოჯახი ჩვენი ცხოვრების მთავარი საზრისი და ფასეულობაა. გოგიჩა იმდენად მოსიყვარულე და კარგი მამა იყო, ახლა ძალიან ვნანობ, მესამე შვილი რომ არ გავაჩინე – ამქვეყნადერთით მეტი, უკეთილშობილესი გოგიჩა ივლიდა და ამაზე უკეთესი რა იქნებოდა?!“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები