LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ბანძელაძე: „გოგიჩას ტელეფონი მაქვს ჩართული და ხან მე ვუგზავნი მესიჯებს და ხან იქიდან ვიგზავნი…“

305
gogichanewsgst

ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანის სტატუსს ეხმიანება, სადაც ტელეწამყვანი დედის გარდაცვალებისა და სიმძიმეების შესახებ წერს, რაც მას ახლავს: „თითქოს ყველაფერი ჩემს წინააღმდეგაა. აბა, რანაირად ხდება ისე, რომ დღეში რამდენჯერმე მიჩნდება ისეთი შეკითხვა, რომელსაც მარტო დაჯი უპასუხებდა. აქამდე სად იყო ეს კითხვები?! ან, მე სად ვიყავი, არასოდეს რომ არ მეცალა. ან, დაჯი სადაა ახლა?! წარმოუდგენლად რთულია ამით ცხოვრება“.

ნათია წერს, რომ მასაც ძალიან უჭირს მეუღლის, ცნობილი მსახიობის, გიორგი გოგიჩაიშვილის გარეშე და დარდთან გასამკლავებლად გადაწყვიტა, მისი ტელეფონი სულ ჩართული ჰქონდეს:

„ნანუუ… მე გოგიჩას ტელეფონი მაქვს ჩართული, ისეთი გაფაციცებული ვარ, რომ არ დამიჯდეს და ასე ხან მე ვუგზავნი და ხან იქიდან ვიგზავნი ჩემთვის მესიჯებს, ასე ვულოცავ ხოლმე მის მეგობრებსაც დაბადების დღეებს და სულ ჩვენთან არის. ვცდილობთ, ისე ვიყოთ, რომ არ დავამძიმოთ, რომ წარმოვიდგენ, როგორ შეიძლება ნერვიულობდეს, მაგიჟებს, ამიტომ ახლა კიდევ უფრო ვუფრთხილდები! ამიტომ, ნანუკა, ასე უნდა ისწავლო და იმდენი ნიშანი იქნება, რომ მას ასე უხარია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები