LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ბანძელაძე გოგიჩას შესახებ: „სამყარო თავზე დამენგრა…“

1409
natia-bandzeladze

ნათია ბანძელაძემ ტელეშოუში „პროფილი“ ისაუბრა იმ განცდების შესახებ, რომელიც მას შემდეგ დაეუფლა, რაც გაიგო, რომ მის მეუღლეს, მსახიობსა და ტელეწამყვან გიორგი გოგიჩაიშვილს, სიმსივნე ჰქონდა.

„პირველი დაჯახება ამ რეალობასთან იყო, როდესაც დიაგნოზი გავიგე. ევრ წარმოვიდგინე, რო შეიძლებოდა, ეს მხეცი ასეთ ადამიანს დატაკებოდა. თითქოს ძვლები მელეწებოდა, დიდი ხმაური იყო ჩემში, სამყარო თავზე დამენგრა. ისევ ჩემმა მეგობრებმა გადამარჩინეს. მერე ამ ბრძოლაში რომ შევედი, იმდენი ვისულელე და ვიტყუე, რომ მეც დავიჯერე… ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მე მოვიგე 2 წელიწადი და სამი თვე. ყველა წამი იმაზე მეტი იყო, რაც გვიცხოვრია ერთად, წამის მეასედი იყო იმაზე მეტი გამარჯვება… დიდი სიყვარული, თანაგრძნობა, პატივისცემა და რაღაცების სწავლა იყო, ის პერიოდი იყო, რომ მესწავლა, როგორ უნდა მეცხოვრა მასთან ერთად სხვანაირ სამყაროში. ის, რომ შენი ტკივილი ადამიანებს არ მოახვიო და არ გააუფასურო, ის შენში უნდა იყოს. ეს შენი კულტურა უნდა იყოს. პატივი უნდა სცე ადამიანს და იცხოვრო ისე, როგორც მას უნდოდა. სახლში ერთმანეთსაც კი არ ვაჩვენებთ ტკივილს რომ მისი აურა არ დავაკრგოთ და არ ვაჩვენოთ მას…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები