LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ბანძელაძე: „დღეს გიორგის ნაჩუქარი ბოლო კაბა ჩავიცვი…“

775
natibandeladzegogicha

ნათია ბანძელაძე მეუღლის, გიორგი გოგიჩაიშვილის შესახებ ხშირად წერს ხოლმე. მისი გარდაცვალების შემდეგ ტელეჟურნალისტისთვის საკმაოდ ემოციური პერიოდი დაიწყო, რომელსაც სხვადასხვა მოგონების გახსენებით გადააქვს. წელს მათი დაწყვიელბიდან 32 წელი შესრულდა.

„32…. ,,გრიშშშ, სურათი რო არ გადამიღია, გაიპრანჭეეეე, აბაააა, რა რამაზიიიიი გოგოოო ხარრრრრ“))))) – ასე მეტყოდა აუცილებლად დღესაც, დღეს როცა მისი, ბოლოს ნაჩუქარი კაბა პირველად ჩავიცვი.

ასე ვთამაშობდით ერთმანეთისთვის ყველაზე გულწრფელ თამაშს ჩვენი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდში… ეს იყო ერთმანეთის თანადგომა, უსიტყვოდ დამტკიცებული ერთმანეთის მნიშვნელობა, სიყვარული, სევდა და განშორების ტკივილში დამამლული შიშიც…

ახლაც ისე მესმის ეს სიტყვები – ,,რა რამაზზი გოგო ხაააარრრ’’, მისი მოფერების ტონში და განსაკუთრებული ტონალობით წარმოთქმულ ,,რ“-სა და ,,ზ’’-ში. მაშინ ცოტა, მაინც გაპრანჭული, მაგრამ ბუზღუნით ვეტყოდი ,,კარგი რააა, როდემდე შეიძლება ასე მაშაყირო-მეთქი, მერე მაინც რამე სასაცილო კალიას ან ზაზუნას შემადარებ-მეთქი… ეს თითქოს არ ესმოდა და ძალიან სერიოზულად დაიწყებდა: ,,შენ გარშემო, თუნდაც მოტყუებით, ასე ვინმეს სახლიდან აცილებენო?!. და ბოლოს მაინც თავის გემრიელ სიცილს დამაყრიდა. ახლაც კი თავისით მებადრება ცრემლიანი სახე… ჩემი პატარა… ხანდახან მგონია,რ ომ არ ვიცოდი, რა ძლიერი სიყვარული ჰქონდა ასე ჩაღვრილი ჩემში…

არასოდეს მიგვინიჭებია ნივთებისთვის მნიშვნელობა, მაგრამ ახლა, ეს ერთი პატარა ნივთი ჩემს ცხოვრებაში – ,,ჩემი ცხოვრების მთავარი ისტორიაა“, ეს კაბა ბოლო 28 სექტემბერს მაჩუქა. ,,დღეს ხომ ჩვენი დღეაო… 31 წელი ერთად“. თამაში გრძელდება… თუ არ გაუშვებ სიყვარულს, ვერ დაკარგავ, სადაც არ უნდა იყოს… მიყვარხარ!!!!!

მითხრეს, რა ლამაზი ხარო, შენი ,,ზ“-ს და შენი ,,ძ“-ს გარეშე. მე ყველას ვუყვებოდი, როგორ ამირჩიე  ჩვენს დღეს ჩვენი კაბა.  რამხელა ძალა გაქვს, გიო, მიყვარხარ… ყველას უყვარხარ…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები