LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატალია ქუთათელაძე დედა გახდა – მას ბიჭი შეეძინა

4564
nataliaqutateladzenews

მომღერალი და ტელეწამყვანი, ნატალია ქუთათელაძე დღეს დედა გახდა. მომღერალს შვილი ახლახან შეეძინა. მას ვაჟი ჰყავს. ცნობილია ახალშობილის სახელიც – მას მშობლებმა სანდრო დაარქვეს.

ნატალია ქუთათელაძის მეუღლე, აჩიკო ჯაფარიძე გახლავთ.

ფეხმძიმე ნატალიამ მშობიარობამდე გარკვეული პერიოდით ადრე „ფაიზერის“ ვაქცინა გაიკეთა და აღნიშნა, რომ ამით საკუთარი და თავისი პატარას სიცოცხლე დაიცვა.

რადიო ჰოლდინგი „ფორტუნას“  უერთდება ოჯახის სიხარულს და ულოცავს ნატალიას შვილის, ეკა მამალაძეს – შვილიშვილის, ხოლო ნანი ბრეგვაძეს შვილთაშვილის დაბადებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები