LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოტიკების საქმეზე დაკავებულმა განაცხადა, რომ ბერს ნარკოტიკების გადატანაში ეხმარებოდა

186
battling-narcotics-crisis-with-analytics

ნარკოტიკული საშუალების ფლობის ბრალდებით დაკავებული ათონის მთაზე მოღვაწე ქართველი სასულიერო პირი ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. ბერს დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებიან.

დაკავებულის უფლებადამცველი ჯიტა გულია აცხადებს, რომ ამავე საქმეზე დაკავებულმა რომან მალანიამ დუმილი დაარღვია. მალანიას თქმით, ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკები იყო, სასულიერო პირს ეკუთვნოდა, თვითონ კი მხოლოდ მის გადატანაში მონაწილეობდა.

ადვოკატის განცხადებით, დაკავებულების ჩვენებები ერთმანეთს ემთხვევა, დანაშაულს ბერიც აღიარებს.

რომან მალანიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

შეგახსენებთ, შსს-მ ზუგდიდში ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი კი სასულიერო პირია. გამოძიება გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამ მამაოს საოცარი წარსული აქვს – ადვოკატი ვარაუდობს, რომ ბერმა დანაშაული დაიბრალა