LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: “სოციალური პასუხისმგებლობა არა ტოლმა… პოლიციელებს საქმეს ურჩევდნენ…”

220
nanuka-jorjloonnwss

ნანუკა ჟორჟოლიანი პოსტს აქვეყნებს წყალტუბოში შემქნილი ვითარების აღსაწერად და აღნიშნავს, რომ მისი ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსები იქ ტრაფარეტების გარეშე დადიან, იმართება შეკრებები და ყველაფერი ჩვეულებრივად მიდის.

გთავაზობთ ტელეჟურნალისტის სტატუსს ამ თემაზე:

“წყალტუბოდან დამირეკეს და მითხრე, რომ სამარშრუტო ტაქსები ჩვეულებრივად დადიან: უბრალოდ, ტრაფარეტებს ხსნიან.

ლისზე სეირნობენ, ქელეხებს კონსპირაციულად იხდიან რეგიონებში. როცა პრემიერი ამბობს არანაირი ქელეხები და შეკრებებიო, სამეგრელოს ადგილობრივი ხელისუფლება რა დისტანციებს აკონტროლებს? არ გაუგია ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილება?!

ტემპერამენტით, კოცნა -პროშვნით, კანონის არ სიყვარულით, ტაშ-ფანდურით, სამეზობლო სუფრებით ვგავართ იტალიელებს.

ჰოდა, იტალიის მაგალითზე ხელისუფლება უნდა იყოს მკაცრი! უფრო მკაცრი! არ გვესმის სხვა ენა. სოციალური პასუხისმგებლობა არა ტოლმა. პოლიციელებს საქმეს ურჩევენ, ჩემს უბანში ვარ, რასაც მინდა, იმას ვიზამო. მხოლოდ გამოკეტილ იტალიაში დაიწყო სიკვდილიანობის შემცირება.

ასეა, აღმოჩნდნენ ქვეყნები, რომლებიც უბრალოდ უნდა აიძულო
რომ არ გადაშენდნენ და მათ შორის ვართ ჩვენც”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები