LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი შვილის კრიტიკოსს პასუხობს: „ვერ იგებთ, ჩამოსულმა როგორ მივაღწიე წარმატებას…“

2358
nanukajrjlnnews122

ნანუკა ჟორჟოლიანი პასუხობს ქალბატონს, რომელიც მის ქალიშვილს, მარიამ გეგუჩაძეს აკრიტიკებს. ნანუკა წერს, რომ ეს არის ერთადერთი პოსტი, რომელზეც პასუხის გაცემა მოუნდა.

„როგორც წესი, არ ვპასუხობ მარიამის თემებს. დიდია და თავად მიხედავს კრიტიკასაც, მის ბრძოლასაც და მის გზასაც მაგრამ აქ იმდენჯერ მახსენეს, უნდა გიპასუხოთ.

როგორ არ გავბოროტდით, ქალბატონო. ერთმანეთს ვესროლეთ მაგ 90-იანებში, დედალაქში ომი გავაჩაღეთ, მერე აფხაზეთი და ოსეთი დავკარგეთ და ამ თაობას თუ 90-იანები არ მოსწონთ, ნუ გწყინთ. დრო, როდესაც მოდაში კაიფი იყო, მხედრიონი და უბნური დაპირისპირებები და როცა იმ დროზე ვამბობთ – “თბილისი იყო ურთიერთობები”, ამ თაობას რომ არ ესმის, ნურც ეგ გიკვირთ.

მარიამი საფრანგეთში დაფინანსებით სწავლობს. ისე, როგორც მისი მეგობრების 80%. ასეა ეს თაობა. გავლენიანი ბაბუებისა და ბებიების გარეშე ხვდებიან უნივერსიტეტებში, იქ სადაც ვერ ჩააწყობ. და იმ დროის ხიბლიც, რომელსაც მისტირით, ეგ იყო. გავლენიანები და “ინწელიგენტები” ცხოვრობდნენ კარგად. ძალიან გულწრფელები ხართ, როცა მარიამს გართობას ურჩევთ აქციების ნაცვლად. ასე იყო მაშინაც. როცა სოხუმს ვკარგავდით, თბილისში ქორწილებს იხდიდნენ. ესეც თქვენი 90-იანები.

თქვენი ჩემ მიმართ მიუღებლობაც მაქედან მოდის. არავის შვილიშვილი ვარ, არც არავის შვილი. ვერ იგებთ, ჩამოსულმა როგორ მივაღწიე წარმატებას. ესაა, რასაც არ მპატიობთ, მაგრამ ეგაა ჩემი მთავარი “ხიბლიც”, წყალტუბოც იყო ურთიერთობები, სადაც ადამიანებს მშობლების გამო არ ლანძღავდნენ.

Mariam Geguchadze შენ კიდე არ იცი, რა საშინელება იყო 90-იანების საქართველო და ვინც იმ დროს მისტირის არის უკან, სადაც თქვენ არასოდეს არ უნდა მიიხედოთ.

პ.ს. კომენტარში დავდებ პოსტს, რომელსაც ვუპასუხე“.

ფოტო: ალექსანდრე სხულუხია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები