LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: „მე როგორ უნდა გამეგო, პატრიკ დაუნი არის თუ არა რუსეთის აგენტი, როცა ბიძინა ივანიშვილმა არ იცოდა ეს…“

260
nanukajorjoliani2339

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, საიდანაც ირკვევა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ მის მიერ გადაცემაში მიწვეულ ივანიშვილების ინგლისურის მასწავლებელთან დაკავშირებით სიუჟეტს ამზადებს და მასთან ჰქონდათ კითხვა მასწავლებლის შესაძლო რუსეთის აგენტობასთან დაკავშირებით.

ნანუკა აღნიშნავს:

„უკვე მეორედ დამირეკა ტელეკომპანია „იმედმა“, ივანიშვილების მასწავლებლის, პატრიკ დაუნის შესაძლო რუსეთის აგენტობასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, ეს პირველი შემთხვევაა როცა სიუჟეტს აკეთებენ და ჩემთან, როგორც მხარესთან რეკავენ და ეს ძალიან კარგია.

ჩემი პოზიცია არის ასეთი.

მე როგორ უნდა გამეგო, პატრიკ დაუნი არის თუ არა რუსეთის აგენტი, როცა ბიძინა ივანიშვილმა არ იცოდა ეს და საკუთარი შვილების განათლება ამ კაცს ერთი წელი ანდო.

ასევე, ეს არის მთავრობა, რომელიც რუსეთის აგენტის, ლევან მამალაძის განცხადებაზე საქმეს აღძრავს, რუსეთის აგენტის ვითომ ნაპოვნი რუკით უდანაშაულო ხალხს ციხეში ყრის, რუსეთის აგენტ წითელაშვილს ჯარისკაცების ინფორმაციასთან წვდომას აძლევს,  და პატრიკ დაუნის რუსეთის აგენტობა რატოა პრობლემა:)

თუ, მაშინ, მოზარდმა ივანიშვილებმა პატრიკ დაუნი, როგორც რუსეთის, აგენტი მოწამლეს, მაშინ ორივე ხელს ვწევ…“

შეგახსენებთ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა ეთერი დაუთმო ივანიშვილების ინგლისურის მასწავლებელს, რომელმაც ისაუბრა იმის შესახებ, რომ ის ამ ოჯახში მოწამლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები