LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი გუშინდელი გადაცემისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს – „ეს არეთიკური კი არა, არადამიანურიცაა!

9186
nankjrjlnwssswsss

ხაშურში მეუღლის მიერ მძიმედ დაჭრილი ქალის დედამთილი ნანუკა ჟორჟოლიანმა გუშინდელ გადაცემაში მიიწვია, რის გამოც უფლებადამცველების რისხვა გამოიწვია. მას გადაცემაში ბაია პატარაია ჩაერთო, რომელთანაც ტელეწამყვანს საკმაოდ დაძაბული საუბარი ჰქონდა. როგორც ბაია პატარაიამ აღნიშნა, ფემიციდს თავისი გაშუქების წესები აქვს, რომელიც ამ შემთხვევაში, ნანუკა ჟორჟოლიანმა არ დაიცვა. მან ქალის პირად ცხოვრებაზე ჭორების გავრცელებას შეუწყო ხელი, რამაც საბოლოოდ, მაყურებელს საკმაოდ არასწორი შთაბეჭდილების ჩამოყალიბების საშუალება და ქალის მიმართ უარყოფითი კომენტარების დაწერის შესაძლებლობა მისცა.

ეს საუბარი ნინია კაკაბაძემ გააზიარა და აღნიშნა:

„ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე!!! აღარ მაქვს უკვე ამდენი რევერანსების თავი და ამათ ვერც ერთი გაიდლაინით, ვერასდროს შეაგნებინებ, რომ ფემიციდს არ აქვს 2 მხარე და მით უმეტეს ვერასდროს გააგებინებ/ასწავლი როგორ უნდა გააშუქოს მსგავსი თემები!

რას იკვლევთ, რა გაინტერესებთ? რატომ მოკლა კაცმა ქალი? ერთადერთი პასუხია აქ – შური იძია დაუმორჩილებლობისთვის, რადგან ფიქრობს, რომ ქალი მისი მონაა, ნივთია! მოძალადის დედისგან რას ელით? დაჯდება და საკუთარ შვილს გაამტყუნებს?!! როგორ ვერ ხვდებით ასეთ დროს მაყურებელში რა ილექება, სხვა მოძალადეებს როგორ აქეზებს ეს „გამართლება”?!!!

საოცარი შეუვალობა და შეუგნებლობაა!!! სამარცხვინო!“

სოციალურ ქსელში ბექა ბოკუჩავა იმის დასადასტურებლად, რომ უფლებადამცველები სწორ პოზიციაზე არიან, აქვეყნებს ამონარიდებს, თუ როგორ შეხვდა დედამთილის მონათხრობს მაყურებელთა არცთუ მცირე ნაწილი.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა მკაცრად აკრიტიკებს ნანუკა ჟორჟოლიანს და „ფეისბუქზე“ აღნიშნავს:

„რა მედლის ორ მხარეზე საუბრობს ნანუკა ჟორჟოლიანი? როგორ შეიძლება ფემიციდს ან ფემიციდის მცდელობას მეორე მხარე მოუძებნო?! მსოფლიო შეთანხმებულია იმაზე, რომ ესაა სპეციფიკური თემა, რომელიც განსაკუთრებული სიფრთხილით გაშუქებას საჭიროებს, რადგან ყოველი არასენსიტიური და არაეთიკური გაშუქება ზრდის დანაშაულის გამეორების რისკს. ამას გარდა, კარგად გამოჩნდა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი საერთოდ არ ცნობს ადამიანის პირადი ინფორმაციის ხელშეუხლებლობის პრინციპს და საჯაროდ აჭორავებს დაინტერესებულ მხარეს იმ ქალის პირად ისტორიაზე, რომელიც ახლაც სიკვდილს ებრძვის. ეს არეთიკური კი არა, არადამიანურიცაა!

ამას გარდა, როცა ის ბაია პატარაიას ეკამათებოდა, ცუდად მენიშნა ფრაზა, რომელსაც განუწყვეტლივ იმეორებენ ხოლმე ის ადამიანები, რომლებიც არასენსიტიურები არიან და დისკრიმინაციულ სტერეოტიპებს მიჰყვებიან – ქალბატონო ბაია, რატომ კაცების პირად ისტორიებზე არ ღელავთ ასე?! დაახლოებით იგივეა მოძალადე მასწავლებლები რომ ამბობენ – ვაიი, ჩვენს უფლებებს ვინ დაიცავს?! ქსენოფობები რომ ამბობენ – მაშ, უმრავლესობის უფლებებს ვინ დაიცავს?! ზოგიერთი სახელმწიფო მოხელე რომ ამბობს – ბიძინას უფლებებს ვინ დაიცავს?! ამას კი ნამდვილად არ ველოდი!

საინტერესო წამოცდენაც ჰქონდა ქალბატონ ნანუკას – ადამიანს, რომელიც მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული, უწოდა “დაზარალებული” (“დაზარალებულის დედა მხარე არ არის?!” – გულისხმობდა მოწვეულ სტუმარს) – ესაა ყველაზე დრამატული ნაწილი ამ ამბის – სამწუხაროდ ამ ქვეყანაში მსხევრპლია დამნაშავე და ამ სტერეოტიპის განმტკიცებას აქტიურად უწყობს ხელს მედია“.

ნანუკა ჟორჟოლიანი ბოდიშის მოხდაზე უარს ამბობს და გუშინდელ გადაცემას სოციალურ ქსელში პოსტით ეხმაურება:

„ყველამ იცით, რომ ჩემთვის თუ რამე არაა პრობლემა, ბოდიშის მოხდაა, მაგრამ…

ჩემი აზრით, უფლებების დამცველებმა, არ აქვს მნიშვნელობა რისი, რეგიონებში უნდა იარონ და საკუთარ 2% ბაბლს გასცდნენ. რატომ?

იმიტომ, რომ ამ ქვეყნის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქალი „ბოზია“, თუ ოჯახს დაანგრევს და დიახ, მას ქმარმა ჭკუა უნდა ასწავლოს. უფრო მეტიც, საკუთარმა მამამ არ მიიღო გოგო, რომელიც ძალადობისგან თავის დაღწევას ცდილობდა და იძულებული გახადა, სადისტ ქმარს დაბრუნებოდა.

აი, ასეთ ხალხს რომ ეტყვი: „ჩემი ფ…უ ჩემია“ ან, უცეკვებ, პრობლემა მოგვარდება თურმე.

ჩემი აზრით, უნდა ვესაუბროთ ამ ადამიანებს. დიახ, ყველა სტიგმა მხოლოდ საჯარო დისკუსიებით მოირღვა. ამ ადამიანებს უნდა ავუხსნათ, რომ ყველას აქვს საკუთარი პირადი სივრცის ქონის უფლება. თურმე მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის მხარეს მოტივზე საუბრის უფლება არ ჰქონია და სტიგმებს ვამყარებთ საუბრით და ქუჩაში ცეკვა ამ სტიგმებს ხსნის ❤

ჩემი საყვარელი ისტორიაა, ბენდუმ გვითხრა ერთხელ, ძალიან მსაყვედურობენ, რატომ დადიხარ ასე ხშირად ნანუკას შოუშიო, არადა მარტივიაო, ნანუკას მაყურებელმა მინდა გაიგოს, რომ იუდა არ ვარ, იმათმა ისედაც იციანო“.

გამოდით კომფორტის ზონიდან და ესაუბრეთ მათ, ვინც თქვენ პრიზმაში არ უყურებს ამბავს. ერთმანეთს ნუ ელაპარაკებით.

ნუ, სტატისტიკას არქივი ამბობს, რამდენი ძალადობის სმხვერპლი ქალი გვყოლია სტუდიაში და მათთვის ცხოვრება რეალურად შეგვიცვლია.

#საქმელაპარაკისნაცვლად“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები