LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი დაანონსებულ გადაცემას ეთერში არ გაუშვებს – წაიკითხეთ მიზეზი მის განცხადებაში

432
nanukajorjlnnewssjas

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს განცხადებას, საიდანაც ირკვევა, რომ ის დაანონსებულ გადაცემას ეთერში არ გაუშვებს. ნანუკა ჟორჟოლიანს სტუმრად უნდა ჰყოლოდა გოგონა, ელენე, რომელსაც თავად უნდა მოეყოლა დედისა და დისთვის წაყენებული ბრალდების შესახებ, თუმცა, ნანუკას მტკიცებით, ამ საქმეს არ ჰქონია კავშირი “პოსტ ფაქტუმის” მიერ გაშუქებულ ბავშვთა პორნოგრაფიის საქმესთან.

ნანუკამ გადაწყვიტა, რომ ამ გადაცემას დროებით ეთერში მაინც არ გაუშვებს, მიზეზს კი განცხადებაში ხსნის.

“როგორც ჩანს, მაყურებლის დიდმა ნაწილმა ვერ გაიგო, რომ ჩვენ მიერ დაანონსებულ სტუმარს კავშირი არ ჰქონდა PF – ში გასულ რეპორტაჟთან.

არსებობს ორი ფოტოგრაფის საქმე. აქედან ერთის საქმეა არასრულწლოვნების თემა და მეორე საქმეზე დაკავებულია დედა-შვილი. სწორედ მეორე საქმის დეტალებზე დაავანონსეთ სტუმარი, რომელიც ფიქრობს რომ მის დას და დედას, ბრალი არასწორად წაუყენეს.

გოგო სრულწლოვანია, თუმცა მის გამოჩენას ისედაც არ ვაპირებდით.

ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ გავიგეთ, რომ არასრულწლოვნების ფოტოები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. ფოტოები არ ყოფილა ჩვენი ინტერესი, არც თემა და შესაბამისად, ამ დეტალებით არ დავინტერესებულვართ.

გვითხრეს, რომ ამ საქმის ნებისმიერი შინაარსით გაცოცხლება ფოტოების აქტუალურობას ისევ დღის წესრიგში დააყენებს. ამიტომ, გადავწყვიტე დროებით, ვიდრე მასალები არ წაიშლება გადავდო გადაცემა.

არ მინდა გოგომ, რომელსაც ჩვენი პირდაპირი ეთერის იმედი ჰქონდა ჩათვალოს, რომ ჩვენ ეთერი მისთვის დაიხურა. მას , ეთერი , ფოტოების წაშლისთანავე დაეთმობა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები